I5 კლასის სადამრიგებლო პროგრამა
2019-2020 სასწ.წელი
- თემა: რას ნიშნავს იყო პირველკლასელი.
მიზანი: გააცნობიეროს პირველი კლასელის თვისებები და უნარები.
აქივობა: დისკუსია, საუბრები.
- თემა: მეგობრობა, მეგობრობის უნარი.
მიზანი: ერთმანეთის გატანა, ურთიერთობები.
აქტივობა: შესაბამისი ნაწარმოების წაკითხვა.
- თემა: სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები, ტყუილები, დაუკითხავად ნივთის აღება, საფრთხე.
მიზანი: მეგობრობის გრძნობის გაღვივება, ტყუილს ცუდი შედეგი მოსდევს და არ შეიძლება დაუკითხავად მეგობრის ნივთის აღება.
აქტივობა: დისკუსია, როლური თამაში, მედიატორის როლის გათამაშება.
- თემა: ქცევის წესები, ეტიკეტი, დაბადების დღისთვის საჩუქრის შერჩევა, თეატრსა თუ კინოში მოქცევის წესები.
მიზანი: ქცევის წესების ცხოვრებაში გამოყენება, ზრდილობიანი ფორმებით მიმართვა, საზოგადოებაში მოქცევის წესები.
აქტივობა: საკუთარი გამოცდილების გაზიარება, როლური თამაშები.
- თემა: გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
მიზანი: კლასის, ეზოს, ქუჩის გაფრთხილება, მცენარეების მოვლა.
აქტივობა: ფილმის ნახვა, დისკუსია.
- თემა: საკუთარი ჯანმრთელობა , როგორც ფასეულობა, ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე.
მიზანი: საკუთარი სხეულის მოვლა, ჯანმრთელობის ფასის ცოდნა, გაფრთხილება.
აქტივობა: ფილმის ნახვა, დისკუსია.
- თემა: დღის რეჟიმი, მისი დაგეგმვის აუცილებლობა.
მიზანი: დაგეგმილ დღის რეჟიმს საუკეთესო შედეგი მოყვება, განსაკუთრებით სასწავლო პროცესში.
აქტივობა: დისკუსია, საუბრები.
- თემა: მავნე ჩვევების საფრთხე.
მიზანი: რა შედეგი მოყვება მავნე ჩვევებს, მისი აღმოფხვრა.
აქტივობა: საკუთარი გამოცდილება, საუბარი, ფილმის ჩვენება.
- თემა: უსაფრთხოება.
მიზანი: მოძრაობის წესების დაცვა, მშობლებისა და ახლობლების მისამართების ცოდნა.
აქტივობა: სიმულაციური თამაშები, დისკუსია.
- თემა: ისტორიული და კულტურის ძეგლების მოვლა, გაფრთხილება.
მიზანი: ისტორიის შესწავლა, მოვლა, გაფრთხილება.
აქტივობა: შესაბამისი ფილმის ჩვენება, დისკუსია.
სადამრიგებლო პროგრამა
II 5 კლასი
2016-2017 სასწავლო წელი
პერიოდი: I -II სემესტრი
დამრიგებელი: ნათია ნუგზარაშვილი
კლასი:
II5
კლასი
მიმართულებები
|
თემები
|
აქტივობები
|
მიზანი
|
განხორციელების ვადა
|
შენიშვნები
|
|
1
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
რას
ნიშნავს იყო მეორეკლასელი?
|
დაფაზე
ბარათებია გაკრული, რომელზეც წარწერებია გაკეთებული პირველ და მეორეკლასელთა შესაძლებლობების
ჩამონათვალით. მოსწავლეები ალაგებენ დაფის ერთ მხარეს პირველკლასელთათვის დამახასიათებელ
ბარათებს, მეორე მხარეს კი ბარათებს, რომლებზეც მეორეკლასელთა შესაძლებლობებია ჩამოთვლილი.
|
დაინახონ განსხვავება პირველკლასელსა და მეორეკლასელს შორის.
(იციან წერა, კითხვა, ანგარიში. კარგად იცნობენ
ერთმანეთს.)
|
22.09.16
|
|
2
|
თვალსაწიერის
გაფართოება
|
არდადეგებზე
წაკითხული წიგნები
|
მოსწავლეებმა
დახატონ მათ მიერ წაკითხული წიგნებიდან საყვარელი პერსონაჟი ან დაახასიათონ. კლასელებმა
კი სცადონ ამოიცნონ თუ რომელ პერსონაჟზეა საუბარი.
|
შეძლონ
წაკითხული ტექსტის ირგვლივ მსჯელობა, პერსონაჟის
დახასიათება.
|
29.12.16
|
|
3
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
საკლასო
წესების შემუშავება.რომელი წესების დაცვა
გვეხმარება სწავლაში?
|
საუბარი
გაკვეთილზე წესების დაცვასა და მის მნიშვნელობაზე.
წესების
ფორმულირება
|
შეარჩიონ წესები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო
პროცესის წარმართვისათვის.
|
6.10.2016
|
|
4
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
საკლასო
წესების შემუშავება.რომელი წესების დაცვა
გვეხმარება სწავლაში?
|
სიტყვიერად
ან ჩანახატების სახით გადმოსცენ ის საკლასო წესები, რომლებსაც ეთანხმებიან.
|
როცა
მოსწავლეები თვითონ ირჩევენ და ადგენენ წესებს, მეტი პასუხიმგებლობით ეკიდებიან მათ დაცვას.
|
13.10.2016
|
|
5
|
გარემოსდაცვითი
კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
დღის
რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა.
|
ბავშვები
ჩამოწერენ დღის განმავლობაში რას აკეთებენ ან რა საქმიანობით სურთ იყვნენ დაკავებული.
|
შეაჯერონ
სასიამოვნო და სავალდებულო საქმიანობები და თითოეულ მათგანისთვის გამოყონ გარკვეული
დრო.
|
20.10.2016
|
|
6
|
გარემოსდაცვითი
კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
დღის
რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა.
|
მასწავლებლის
დახმარებით მოსწავლეები შეადგენენ თავიანთი საქმიანობის გრაფიკს.
|
დროის
სწორად განაწილების ჩვევის ჩამოყალიბება
|
27.10.2013
|
|
7
|
გარემოსდაცვითი
კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
გარემოს
სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება), ხეების მოვლა.
|
საუბარი
გარემოს დაცვის სისუფთავეზე და მის მნიშვნელობაზე. სიტყვიერად ან ჩანახატების სახით
გადმოსცენ საკუთარი განწყობა.
|
გამოხატონ
საკუთარი დამოკიდებულება კლასის, ეზოს, ქუჩის სისუფთავის აუცილებლობის შესახებ.
|
3.11.2016
|
|
8
|
უსაფრთხოება
და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება.
|
გარემოს
სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება), ხეების მოვლა.
|
მოსწავლეების
მიერ დახატული თავისი კლასის, ეზოსა და ქუჩის
სურათები. საუბარი, რის შეცვლას ისურვებდნენ ისინი.
|
დაიცვას
გარემოში სისუფთავე და აღწეროს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობა
|
10.11.2016
|
|
9
|
გარემოსდაცვითი
კულ ტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
საკუთარი ჯანმრთე
ლობა, როგორც ფასე ულობა; ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე
|
საუბარი,
როგორ გრძნობენ თავს, როცა ავად ხდებიან და მაშინ როცა ჯანმრთელად არიან. რა უნდა
გააკეთონ იმისთვის ,რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ.
|
მოსწავლეები
გააკეთებენ დასკვნას, როგორი კვების რეჟიმი და ცხოვრების წესია საჭირო იმისათვის,
რომ ადამიანი ჯანმრთელი იყოს.
|
17.11.2016
|
|
10
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
მეორეკლასელის
სირთულეები სკოლაში „სირთულეების სკივრი“
|
„სირთულეების
სკივრი“-ს გაკეთება. სადაც მოსწავლეები ფურცელზე დაწერილ თავის სირთულეს ჩაყრიან .
|
მოსწავლეები
შეძლებენ აღიარონ ის სირთულეები, რომლებსაც
ხვდებიან მეორე კლასში და საერთო ძალისხმევით მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს
|
24.11.2016
|
|
11
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
მეორეკლასელის
სირთულეები სკოლაში „სირთულეების სკივრი“
|
დიდაქტიკური
ზღაპრის „პატარა ნიანგის გასაჭირი“-ს წაკითხვა (მოსწავლეები არიან მსმენელები) მსჯელობა
|
მოსწავლეებში
პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება
|
1.12.2016
|
|
12
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
მეორეკლასელის
შესაძლებლობები -
„შესაძლებლობათა
სკივრი“
|
„შესაძლებლობათა
სკივრი“-ს გაკეთება. მოსწავლეები სკივრში ჩაყრიან ფურცლებს, რომლებიც იწყება სიტყვებით:
„მე შემიძლია....“
|
მოსწავლეთა
შესაძლებლობების გამოვლენა, საჭირო პირობების შექმნა.
|
8.12.2016
|
|
13
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
იდეალური
მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი.
|
დაფაზე
დაწერილია ფრაზა: „ნამდვილი მეგობარი“. გვერდით კი დამაგრებულია პატარა ფურცლები,
რომლებზეც ჩამოთვლილია სხვადასხვა თვისებები. მოსწავლეები ირჩევენ და ასაბუთებენ
საკუთარ მოსაზრებას.
|
მეგობრობის
უნარის განვითარება.
|
15.12.2016
|
|
14
|
პიროვნული
და მორალური განვითარება
|
იდეალური
მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი.როგორი ვარ მე? ავტოპორტრეტი თვისებებით
|
დაფაზე
დაწერილია ფრაზა: „როგორი ვარ მე?“ გვერდით
კი დამაგრებულია პატარა ფურცლები, რომლებზეც ჩამოთვლილია სხვადასხვა თვისებები. მოსწავლეები
მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
|
მოსწავლეები
გაარკვევენ, თუ რომელი თვისებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ნამდვილი მეგობრობა შეძლონ.
|
22.12.2016
|
სამოქმედო გეგმა:
პროექტები: 1) "ბევრი იკითხე ხმამაღლა" (გრძელვადიანი პროექტი--1 წელი)
2) "შემოდგომის ფერები"( გრძელვადიანი პროექტი-3 თვე) აქტივობები- ღია გაკვეთილი, ინტეგრირებული გაკვეთილი, ნახატების გამოფენა.
3) "ხე-ჩემი მეგობარია"( გრძელვადიანი პროექტი-3 თვე)
ღია გაკვეთილები: 1) გასვლითი გაკვეთილი "ბოტანიკურ ბაღში" (აპრილში)
2) გასვლითი გაკვეთილი "ვერის პარკში"
ღონისძიებები: 1) "ბარაქიანი შემოდგომა',( ურთიერთგაზიარება)
2) გამოფენის მოწყობა,
3) ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება "ნაცარქექია"
4) სპექტაკლზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება და გამოფენის მოწყობა.
5) "გიორგობა" (საკლასო ღონისძიება)
6) "საახალწლო ზეიმი" (საკლასო ღონისძიება)
7) ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება "საახალწლო კარნავალი"
ურთიერთთანამშრომლობა:
- ქართული- 15.11.16 ლალი ქვეითაია
- მათემატიკა- 20.12 16 იმედა ხაზარაძე
- ქართული- 24.01.17 ქეთევან ხცხვარიაშვილი
- მათემატიკა- 28.02.17 ქეთევან ქველაძე
კლასის ხელმძღვანელის საუბრები:
1) მასწავლებლის დღე-5.10.16
2) სვეტიცხოვლობა-13 .10.16
3) თბილისობა-20.10.16
4) გიორგობა-21.11.16
5) ნიკოლოზობა-20.12.16
6) დედის დღე-2.03.17 7) ქალთა დღე-7.03.17
8) დედაენის დღე-31.04.17
9) აღდგომის დღესასწაული-14.04.17 10) დამოუკიდებლობის დღე-25.05.17
11) ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე-31.05.17
ექსკურსია: თბილისი-შიო-მღვიმე-თბილისი (მაისი)
კონკურსი: კითხვის კონკურსი (ივნისი)
I 5 კლასი
დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
• სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
• მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
• მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
• მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
• სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
• სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
• ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი),რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
• აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
• შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
• მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
• თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა
ყველაფერი მომეწონა ნათია,მაგარი გოგო ხარ.
ОтветитьУдалить