2018-2019 სასწავლო წელი
ღონისძიებები:
1) საშემოდგომო გამოფენის მოწყობა,
2) ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება .
3) "საახალწლო ზეიმი"
4) დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებული საკლსო ღონისძიება,
5) ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება
21 დეკემბერს,სკოლის
დარბაზში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება „ გვიყვარს ახალი წელი‘‘. ბავშვები გაერთნენ და საზეიმო განწყობაზე დადგნენ.
11-20 დეკემბერს
, ბავშვებმა საკუთარი ხელებით შექმნეს სხვადასხვა ხელნაკეთი სათამაშოები.გამოფინეს
საკლასო ოთახში და სკოლის დერეფანში,რითაც საახალწლო განწყობა შექმნეს.
15 ნოემბერს, ბავშვები
ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.გაეცნენ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.ყოველივე
ამან მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
18 ოქტომბერს, ბავშვებმა ხმელი ფოთლებით შექმნეს აპლიკაციები და გააფორმეს დერეფანი.
2016-2017 სასწავლო წელი
ღონისძიებები: 1) "ბარაქიანი შემოდგომა',( ურთიერთგაზიარება)
2) გამოფენის მოწყობა,
3) ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება "ნაცარქექია"
4) სპექტაკლზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება და გამოფენის მოწყობა.
5) "გიორგობა" (საკლასო ღონისძიება)
6) "საახალწლო ზეიმი" (საკლასო ღონისძიება)
7) ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება "საახალწლო კარნავალი"
30.12.16 ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სტუმრობა და სპექტაკლზე დასწრება "საახალწლო კარნავალი"
24.12.16-ს
ჩავატარეთ ღონისძიება „ახალი წელი“.პატარებმა წაიკითხეს ლექსები, მოამზადეს
სიმღერები, დადგეს პატარა ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და დაწყებითების კათედრის
ხელმძღვანელი ელისო კეზევაძე.მოსწავლეების შემოქმედებამ მოწონება დაიმსახურა.
25.11.16.—გიორგობის
დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვებს ვაჩვენე წმინდა გიორგის სასწაულებთან დაკავშირებული
სლაიდშოუები, გავაცანი წმინდა გიორგის ცხოვრება და საგმირო საქმეები.ბავშვებზე გაკვეთილმა
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
7.11-ს ათეულებისა ერთეულების უკეთ ასათვისებლად ჩავატარე
ჯგუფური მუშაობა.ბავშვებმა უკეთ გაიგეს ახალი მასალა.
20.11-ს მოვაწყეთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
27.10.16-ს ურთიერთანამშრომლობის მიზნით, მეორე კლასებს შორის (მე-2 1, მე-2 2 და მე-25)
ჩატარდა სასკოლო ღონისძიება
თემაზე „
შემოდგომა
მოვიდა“
ღონისძიებას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე, სასწავლო აღმზრდელობით დარში ქალბატონი მერი ალბორიშვილი და სკოლის პედაგოგები.ღონისძიება ჩატარდა სასიამოვნო გარემოში.
12.11.16-ს ვიყავით ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე „ნაცარქექია“ორშაბათს, 14 ნოემბერს ვისაუბრეთ სპექტაკლის ირგვლივ.ბავშვებმა ნანახის შესახებ გამოთქვეს თავიანთი აზრი. ისინი სპექტაკლით კმაყოფილები დარჩნენ.
25.12.15.სკოლის დარბაზში ჩავატარეთ ღონისძიება"ახალი წელი"
7.12.15. ბავშვებმა დაამზადეს ნაძვისხეები, მოხატეს სხვადასხვა ფერებით.
საკლასო ღონისძიება "გვიყვარს შემოდგომა"ბავშვებმა წარმოადგინეს ლექსები, ვისაუბრეთ შემოდგომისათვის დამახასიათებელ ცვლილებებზე და ამოავლეს ჩურჩხელები.
25.11.15. ჯგუფური მუშაობა "შემოდგომი ლამაზი ფერები".ბავშვებმა ხალისით შეასრულეს მიცემული დავალებები.პასტელებით დახატეს ფოთლები და გააკეთეს აპლიკაციები.
13.10.15. ბავშვების პირველი ნაწერები.ანბანის პირველი ასოები, პირველი წინადადება
"აი ია"
I 5 კლასი
17.11.2014 გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება ,, პოეზიის მეფე’’ მიზანი: მწერლის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის გაცნობა, შესწავლა შედეგი: მოსწავლეებმა კლასში იმუშავეს ჯგუფებში, წარმოაჩინეს მწერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, შექმნეს საკლასო საპრეზენტაციო პლაკატები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
15.05.2015 წელი. სპორტული მარათონი მეოთხე კლასებს შორის.
მიზანი: ჯანსაღი წესის დანერგვა და მეოთხე კლასელებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა.
შედეგი: გუნდმა " ფრთოსნები" მეოთხე კლასელებს შორის მოიპოვა გამარჯვებულის სტატუსი და დაიკავა I ადგილი. ბავშვები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
13.04.2015 წელი.საკლასო ღონისძიება "დედაენის დღე"
მიზანი: მშობლიური ენის სიყვარულისა და პატივისცემის ჩანერგვა.ქართული ენის წარმოშობის შესახებ ინფორმაციების გაცნობა.
შედეგი: ბავშვებმა ხალისით გაეცნენ მშობლიური ენის წარმოშობისა და განვითარების ეტაპების ისტორიას.წარმოადგინეს პრეზენტაციები.
13-14-15 აპრილი. ბავშვებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნი, თემაზე: "მიუნჰაუზენის თავგადასავალი"
მიზანი: ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
შედეგი: წარმოადგინეს ჯგუფებში შექმნილი თემები და ილუსტრირებული ნამუშევრები, რისგანაც წიგნი შექმნეს.გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გამოვიდა
26.12.2014 წელი."ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში"
მიზანი:შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარების განვითარება.მეტყველების კულტურის დახვეწა და მხატვრული აზროვნების ჩამოყალიბება.
შედეგი:ბავშვები გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ტრადიციებს, შექმნეს ნაძვის ხეები.
20.11.13 კლასში ჩავატარეთ გაკვეთილი თემაზე „გალაკტიონი“ მოსწავლეებს ვესაუბრე მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე პოეტის ცხოვრების ეპიზოდები, მოვასმენინე მის მიერ წაკითხული ლექსები. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, დაამზადეს და გააფორმეს კედლის გაზეთები.
2.12.13 ჩავატარეთ ღია გაკვეთილი მათემატიკაში, რომელსაც დაესწრო სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა თურქაძე.
17.12.13 ბავშვებმა თოვლის პაპას სურვილები მისწერეს და ნაძვის ხეზე მოაბნიეს.
20.12.13 კლასში ჩავატარეთ საკლასო ღონისძიება „საახალწლო წეს-ჩვეულებები საქართველოსა და მსოფლიოში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები.
25.03.2014. წელს (თებერვალი-მარტი), პროექტი „ვულკანი“ ორი თვის განმავლობაში ბავშვები დიდი მონდომებით მუშაობდნენ ამ პროექტზე, კერძოდ: სხვადასხვა ფერის პლასტელინებით, თავიანთი ფანტაზიითა და ნასწავლი მასალის გამოყენებით შექმნეს გარემო, სადაც ხდება ვულკანის ამოფრქვევა. ჩავატარეთ ცდა, სადაც გამოვიყენე საყოფაცხოვრებო პროდუქტები(ჭარხალი,სოდა, ძმარი) და მოვახდინეთ ვულკანის ამოფრქვევა. ბავშვებმა გააცნობიერეს თუ რა დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ამ სტიქიურ მოვლენას.
22.04.2014 წელი “უცნაური გამოგონებები” ბავშვებმა სხვადასხვა გამოგონებების შესახებ მოიძიეს მასალები და მოახდინეს პრეზენტაცია. ისინი ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ ამ პროცესში.
12.02.2014 წელი. თემა:“ნაკრძალები და აღკვეთილები“ საქართველოში უამრავი ნაკრძალი და აღვეთილია,რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისათვის. სწორედ ამიტომ, ბავშვებს მოვაძიებინე მასალები და გააკეთეს პრეზენტაციები. ამ გაკვეთილზე გაეცნენ თუ რამდენად ღირებული და აუცილებელია ბუნების დაცვა, რათა გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელიც განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას.
09.06.2015 წელს სკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება "ზღაპრული სამყარო"
20.11.2014.სკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება: ,,ვაჟა-ფშაველა ბუნების მგოსანი"
მიზანი: ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის სიღრმისეული შესწავლა.
შედეგი: მოსწავლეებმა იმუშავეს შემოქმედებითად, სკოლის საკონფერენციო დარბაზში გააცოცხლეს მწერლის ცხოვრების ეპიზოდები, შექმნეს კედლის პლაკატები.
Комментариев нет:
Отправить комментарий